მთარგმნელი: ვასილ გულეური
|
რატომ მოჯარდნენ ჩემთან ფიქრები, როგორც ქურდები უმთვარო ღამით? გაბოროტებით რატომ მტანჯავენ შურისძიების მტანჯველი შხამით?
და მღელვარებით შევცქერი ნაწერს, სჯულის ფიცარზე ვკითხულობ სიტყვებს და აზრებს, ახლა ტვირთად რომ მაწევს.
გზაზე მიმავალთ, ბევრი რომ ვაქეთ, რადგან მხურვალე ტუჩებით ხშირად მე შევხებივარ უცოდველ ბაგეთ,
მქონდა სათუთი და მეტად ნაზი, რადგან სიმღერებს, მოთარეშეებს, მხოლოდ მწუხარე გასდევდათ ხაზი,
ჟამი მოვიდა ახლა უცვლელი. როგორც ქურდები, მდევენ ფიქრები, დამახრჩობენ და ვერ დავუძვრები. |


