|
შატილს ვართ, ღრინავს არღუნი, ქარი ქარაფებს შეწკმუის... დგას რწმენად მთათა წარსულის ქავ-ციხე მუშტად შეკრული.
გიცქერ... ქიცი-ქიც ვიშლები, თვალებში - ცისკრის სიცილი, მკერდზე - ყვავილი ნისლების.
(თეთრი სიზმრების ვალი მდევს!), გულს ამოვიტან მთის ხელას და ხელის გულზე დაგიდებ.
აქ მყარად ვდგავართ მიწაზე, რომ დაგყვებოდი ჩრდილივით - ქალაქით გამოგიტაცე.
ცა მხურავს - შენი ფარაგით... აქ ნათქვამს სხვაგან ვერ იტყვი - მზედ მოდუღს გრძნობის ბადაგი.
ვიდრე ქონგურებს გასცურავს, თმებში ქარიშხალს გაგიშლი, გულს - არღუნივით დავწურავ.
ხასხასი - მდელოს ნაირფერს. კოშკებში დაგსვამ დედოფლად, დაბლა გარიჟრაჟს გაგიფენ.
გინდ წყალს ჩავქონდე მოდენილს... მე - ნუგეშ დასაკარგავი, შენ - მზის და მთვარის სწორფერი. |


