|
ძველი სასტუმრო "ამეთვისტო": ხვეული კიბე - ჩვენ იმ კიბიდან გადავედით XX საუკუნეში, ჩუმად დახრილი თვალების შუქით თხელი თითებით - ათრთოლებული მოაჯირს რომ ეხუტებიან, კაბის კალთის მორცხვი გაწევით - ჩვენ იმ კიბეზე ვიდექით დიდხანს პატრიარქალურ დისტანციით დაშორებულნი რაღაც სხვა შუქის მოლოდინში, რომელიც ჩაქრა. და თითქოს ორი საუკუნით ჩამოვრჩით კიბეს მაგრამ ის კიბის ყავისფერ ფონზე უფრო მკვეთრად ჩანდა ოთახი: ღია, ფარდებჩამოშვებული, სადაც გიჟივით გაიცინა ტკბილმა სიყალბემ... |


