|
გულს მოიოხებს ბებერი გუმბათი, როდესაც წვიმა თუჯის ხუფივით დაეხურება ქალაქს ზემოდან. სახურავების სიზმრების და კენწეროების რუხი სევდა ჩადგება ჰაერში, როგორც შმორიანი წყალი ის ფრთებს შლის მაშინ და გაჰყურებს მეორე ნათელს გაჰყურებს წვიმით გაჟღენთილ ტკივილს, ღმერთივით რომ არსად იწყება, ღმერთივით რომ არსად მთავრდება. |


