კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 07:39

 

აქ არავინ შემოივლის,

არც არავის აგონდება,

ბებერ ბაღში ფოთოლცვენის 

მშვიდი ჩამოაკორდება.


გაღებული ზამთრის კარი,

გაფიქრება: მალე მოთოვს,

აქ, ხილული ბგერებივით

ცა ჩამოდის ფოთოლ-ფოთოლ.


მხოლოდ შენ ხარ, სხვა არავინ,

ზეცას მზერით ეწაფები,

დარდი: ცაში გსურდა წასვლა,

ჯერჯერობით ვერ წახვედი.


დაგიღამდა კიდეც სწრაფად,

ვიდრე თვალებს აცეცებდი,

თვალი ისევ აგიცრემლდა

სავსე მთვარის ნამცეცებით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ალხაზიშვილი  • • •   გივი ალხაზიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen