|
ერთი წისქვილი არილობს სვიმონს წერეთლის სახლთან, იქ დავჯექ საპურმარილოდ, და არა სადმე დახლთან!
სახარჯო ღვინო დოქით, - ღმერთო, ყოველი შემინდე ამას გსასოობ ჩოქვით,
ვენახები და ზვრები, და შემოდგომის ამინდით ჩამუქებული მთები,
ყოველ ცისმარე მძრავდეს, და რომ ქართველი მარადის ჭეშმარიტ ქართველს გავდეს!..
სვიმონ წერეთლის სახლთან, დავჯექი, დიდხანს ვუყურე, თან სახლიკაცი მახლდა.
ატრიალებდა ბორბალს, -აქ მე ახალწლის მერე და ბოლოს ვიყავი ბზობას!..
ქარი ვენახებს ამოდ, დღესასწაულობს საჩხერე დიდი აკაკის გამო!..
შორი ქედები სდუმან, გამოფენილა სავანე, ეპატიჟება სტუმარს!..
მზე იმერეთის ცაზე, ვენახებს მოვლილ-მოღობილს, წიფობელებით ავსებს.
მხარე ქებული ოდით, უფრორე გაჭაღრებულა ჩემი სეხნია ღლონტი -
სული „სულიკოს“ მოტივს, მოდინახედან ბრუნდება გოგო ასკილის ტოტით!..
აღფრთოვანებულ ნირით, ისევ აკაკის - სულმნათის ერთი სტრიქონით ვტირი:
მოვმართე ნელა-ნელა“... - ერთგული ჩემი მამულის შენ მიდღეგრძელე ყველა!.. |


