|
ფიქრში ვის უხმობ, ვის ეფერები და სარკეები თითქოს ბრუნავენ... და დათვის ტყავი ძირს გიფენია, ცხელი და მძიმე, როგორც ბურანი.
და უმიზეზო სიცილს და ვნებას... და გელანდება ვეება მთვარე, დათვის თვალებში წითლად რომ ქრება.
ჩაკეტილ ფანჯრებს აწყდება სული და შენც გაშინებს ხმა საკუთარი და თავბრუს გახვევს ნადირის სუნი.
და ტელეფონი აღვიძებს ხსოვნას, და ჰგავს სურვილი ცივ ვარკვლავებში და ყინულებში შაშხანის სროლას.
დაღლილი თოვლი აწვება კარებს, ბუხარი, როგორც დაჭრილი მხეცი, ძლივს აფახურებს უმწეო თვალებს... |


