|
მიწას - ჩემსას, შენსას მისას - ცა დაჰყურებს არავისი. აი, მთვარე აი, წვიმა, აი თოვლი, აი ნისლი... და ეს მთვარე, და ეს წვიმა, და ეს თოვლი და ეს ნისლი (ჩემთან - ჩემი, სხვასთან - სხვისი) - არის ვისი? - არავისი! მიწას - ჩემსას, შენსას მისას - ცა დაჰყურებს არავისი. |


