კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 05:14

 

მივდიოდი ყვავილების ველით,

გზაზე, ოსტატ ოქრომჭედლის ხელით


ბეჭდის თვალში ჩაჭედილო ტბაო,

შენს ნაპირად ჰშვენის ბზა და ბაო.


სწორი ნაძვი არის ალვის მსგავსი

და ნაძვებს ქვეშ დაყრილია ხავსი.


მწუხარება ველის აქ არ არის,

არ ჰყვავიან ყვავილები ბარის.


სპეტაკია, როგორც სარკის ბროლი,

შარშანდელი, გაუდნობი თოვლი.


სისპეტაკით და სიწმინდით სავსე

ფერადდება მშვენიერი ხავსი.


მომტყდარი ხე ახალ ხავსზე მოწვა,

მეხმა მისი გული ცეცხლით მოწვა.


და გაშალა თეთრ-ყვითელი გზნებით

მონადირეთ გასავლელი გზები.


ალპიური ყვავილების კონა -

ასეთია მშვენიერი ზონა!


აქ პოეტის მგზნებარების საგანს

ის ფერი აქვს, რაც არაა სხვაგან.


მარად რჩება მოგონება ვრცელი -

მაღალ მთაზე დაფენილი ველი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen