კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 11:58

 

უფალო, დევნილი ვდგავარ შენ წინაშე,

ბრძოლებით დაღლილი, მართალი ზეცამდე...

მომმადლე ამ თავსხმა, მისტიკურ წვიმაში,

შექსპირის სონეტი - ოთხმოცდამესამე.


ჩემს სულში მწუხარე ფერია სოსანის,

რადგან ჯერ ქალი ვარ, და მერე - პოეტი...

სივრცეში ჩურჩულებს უცნობი მგოსანი, -

ოთხმოცდამესამე შექსპირის სონეტი.


გრიგალმა განდევნა სამყაროს პრინცესა,

მაშფოთებს უმზეო მესამე ნაპირი...

წვიმს...და ლურჯ წვიმაში ხმა ისმის ინესას,

ოთხმოცდამესამე სონეტი შექსპირის.


უფალო, მხედავ?.. ვტირი შენ წინაშე,

გზა ერთობ მძიმეა მიწიდან ზეცამდე...

იღვრება ამ თავსხმა, მისტიკურ წვიმაში,

შექსპირის სონეტი - ოთხმოცდამესამე.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen