კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 14:21

 

მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი

 

განა აქ ყოფნა მარტოოდენ ტანჯვით იწყება, 

ან განა იმის დაჯერება შვებას გვანიჭებს, 

რომ მხოლოდ უგზო ფორიაქი და შეზიზღება 

პოულობს ჩვენში ნავსაყუდარს და საბრძანისებს?


როგორც ოდესღაც სარკოფაგში - ღვთის თუ მნათობის

კერპთან თუ ნიშთან, ჭურჭლეულთან თუ თილისმებთან -

იწვა ვიღაც და, სიჩუმეში, ნელი ხრწნადობის 

და წარმავლობის განუწყვეტელ ჩურჩულს ისმენდა,


ვიდრე ჩანთქავდნენ ბაგეები დაშლილ ხერხემლებს 

(ეჰ, რომელიმე ტვინთაგანი მოახერხებდეს 

აამეტყველოს დაბინდული მათი შეგნება!..)


ხოლო წყალი კი, უკვდავებას კარს რომ უღებდა, 

ისევ გადმოსჩქეფს მარადიულ აკვედუკებთან, 

რწყავს იმ ბაგეებს, მათში ბრწყინავს და ირეკლება...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen