კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 01:33

 

ბრძენო შამანო, გვიპასუხე, როგორ ბრძანდები,

ანდა ის კაცი, გაგვარკვიე, ვისი კაცია,

მტერს რომ დაუთმო მშობლიური ეკალ-ბარდები

და წყლის ტბორებით დატბორილი რეზერვაცია.


კამკამებს მთვარე სოფლის თავზე - ღმერთის კანდელი, -

გახსოვს იმ კაცმა ლაშქრობისას რა დღე გვაწია? -

სოფლის გადაღმა გადაკარგა ჩვენი ტანდემი

და მეთაურად დაგვისკუპა ვიღაც ცაცია.


აღარც თევზია მდინარეში, აღარც სათევზე,

ხალხი ცოფებს ყრის გადამთიელ არამზადებზე;

შორს კი მთის კიდე იმოსება თეთრი მანდილით


და შემოდგომა - გაზაფხულის ბოლო დარაჯი -

ჩქერს მიუყვება კოვბოური ქამარ-ბანდივით

და იკარგება აქაფებულ ნიაგარაში...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen