კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 12:26

 

კმარა, ულისევ, ნუღა ფიქრობ შენს ითაკაზე, -

ქარს გაატანე ძველი ხსოვნა წყალთა, მდელოთა,

სადაც ოდესღაც მშობლიური კერა გელოდა, -

კმარა, ულისევ, ნუღა ფიქრობ შენს ითაკაზე.


დათმე წარსული, - ალამდრობა და სითავკაცე, -

კვლავაც მოგელის ცისკრის ბრწყინვა, მწუხრის ბნელობა

და ეზოს ჩრდილში მოთმინებას ქსოვს პენელოპა, -

ნუ ფიქრობ, ძმაო, კვლავ ნუ ფიქრობ ძველ ითაკაზე.


ტოკავს თავი და შესართავი, ბრუნავს დრო-ჟამი

და ტროის კართან გელოდება სპა აბჯროსანი;

ხსოვნის ფურცლები აქერონის ქარმა დახია,


მაგრამ ჩვენს გზებზეც იგივ ნგრევა და პარტახია

და ისევ მოაქვთ ჰექტორისთვის ცინკის საკაცე, -

კმარა, ულისევ, ნუღა ფიქრობ შენს ითაკაზე...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen