კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 05:13


მე მომესმა, მხოლოდ მე და მხოლოდ მე,

თქვენი ზარის სუსტი ახმაურება,

ჩემს თვალებთან აელვარდა იგი მზე,

მცნეს ჰანგებმა არა აქაურებმა,

მაგრამ ხმები თითქოს იკარგებიან.

ახლოსა ვარ და იმიტომ გავიგე

თქვენი ლოცვა შუაღამის მთეველი,

მარტოდ ვრჩები და მეც უნდა წავიდე,

მომეწყინა მუნჯი სასუფეველი,

სადაც მხოლოდ მდუმარე კედლებია.

არ ვიდარდებ, წყლები თუ წალეკავენ

თქვენს საყდრებს, მე ამ წუთში რომ ვიგონებ,

ეგ ზარები ისე სუსტად რეკავენ,

რომ ვერავინ კარგად ვერ გაიგონებს

და მლოცველნიც შემოიფანტებიან.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მირზა გელოვანი  • • •   მირზა გელოვანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen