კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 21:17

 

არც არავინ მყავს, არავის ვყავარ,

ჩასაჭიდებლად მივმართო ხელებს,

ტკივილი ისევ  მხდის სასოს ყავარს

და ქარიშხალი მიმარტოხელებს.


ბედნიერებას, როგორც ყურმოკრულ,

ათასმეერთე ზღაპარს ვიოცებ,

სიყვარულისთვის ბრძოლაში მოკლულთ

ზიზღის სიმშვიდე გვაპატიოსნებს.


ალბათ, ასეა უარაფრობა

უარავინო ყოფნა-არყოფნის,

უჰაერობა მუდამ მაფრთხობდა,

ჰაერი არა - ღმერთი არ მყოფნის.


და როგორც ჩიტი, ჩიტი ღაბუა

ყოფნის ტოტებზე ციცქნა რტოს ვეძებ,

რომ ვიგალობო ჩემთვის გაბმულად

ადამიანთა სიმარტოვეზე.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen