კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 05:09

 

არ გაუგია მთელ ქვეყანას გაჩენა მისი

(იმ დროს, არც იყო,

კაცმა რომ თქვას,

ის ამის ღირსი).


იგი რომ გაჩნდა -

გაზაფხული ყოფილა თურმე.

მთელი სოფელი გაკრეფილი ყოფილა ველად.

ეკიდნენ ხარებს...

ღიღინებდნენ...

გუთნიდნენ მიწას...


ამბავი მისი გაჩენისა,

არამცთუ ყველას -

სოფელსაც კი არ გაუგია მთლიანად მისას.


სახელი მისცეს...

გაიზარდა...

აჰკიდეს ტვირთი

და ზურგზე ტომრით გაისტუმრეს წისქვილზე ერთხელ...

მდინარის მიღმა შრიალებდა მინდორი დიდი,

ნაკადულივით მიდიოდა ბილიკი ტყე-ტყე.


...შეხედა მთვარეს -

გაეხარდა დანახვა მთვარის...

აენთო სული -

ხორცმა ცეცხლი იტვირთა მთვარის...


იწვოდა, მაგრამ მისი სულის ელვარე ალი

ვერ განეშორა სახლის სარკმელს,

ვით შუქი სანთლის.


თანდათან სანთელს მიენიჭა თვისება ნერგის;

კი არ დნებოდა -

იზრდებოდა ხესავით იგი...

და ნელა-ნელა

ეს სანთელი -

ოდენა ნეკის -

მზედ გადიქცა და განეფინა ყველაფერს ირგვლივ.


ქურანს მოახტა -

სულმა სივრცე ისურვა როცა...

ჰქროდა,

ეგონა: -

ხორციანა ცათამდე ავალ...

ვერ გადაახტა იგი საფლავს

ისე, რომ ხორცი

არ ჩავარდნოდა სამარეში,

ვითარც მრავალს.


გაჰქრა.

დამარხეს.

დასამარდა - სიცოცხლის ღირსი...

აღმართის შემდეგ,

თავდაღმართზე დაეშვა ხალხი...

და თუ გაჩენა ვერ შენიშნა ვერავინ მისი,

ვით თრიმლის ძირას,

წვიმის შემდეგ,

ამოსვლა ვარყის, -


სამაგიეროდ, -

ოდეს ხორცი მიეცა მიწას,

ოდეს ლექსშიღა ხმაურობდა პოეტის სისხლი, -

ქვეყანა შეძრა სიკვდილმა მისმა,

თხემით ტერფამდე

იგრძნო ხალხმა

დაკარგვა მისი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen