მთარგმნელი: ბაჩანა ჩაბრაძე
|
დილით, როცა სოფელი ვერცხლისფრად იელვარებს, გუდა-ნაბადს ავიკრავ. ვიცი, როგორ მომელი. გადმოვლახავ შორეულ ტყეებსა და მწვერვალებს. შენთან ყოფნის წყურვილი მიპყრობს დაუდგრომელი.
ჩემთვის უცხო იქნება ქვეყნიერი ხმაური, ვივლი გულხელდაკრეფით, სევდიანი, ეული, შემეცვლება უკუნით დღეთა აურზაური.
ვერც პორტისკენ მომავალ აფრას ლივლივს შევატყობ, შენზე ფიქრის ამარა მოვალ და შენს სამარეს აყვავებულ ლერწმების თაიგულით შევამკობ. |


