|
გულო, გეკითხები, როდის? გულო, ახლოვდება მარტი, გულო, სიყვარული მოდის ცრემლით, სალამურით, ვარდით.
შენი უსურვაზის კარი, მინდვრად გამოსულა ია, - ოცი გაზაფხულით მთვრალი.
ჯობდა ნაპერწკალი წინა?! ალბათ, სამოთხეში მოგცეს, გულო, სამუდამო ბინა.
გულო, არ მოგედოს ხავსი, გულო, სიჭაბუკე მიდის - ღვინით, ყვავილებით, ვალსით…
გულო, ამიჯანყდე ლამის, გულო, მეგობართა ხელით ასგზის მოწამლულო შხამით.
ვარდებს ფიანდაზად შლიდი, გულო, ჩატეხილა შარშან შენი გადებული ხიდი.
თოვლი გარეული თმაში, გულო, აჩეხილო წუხელ სამი მუშკეტერის დაშნით.
გულო, შებინდება მოდის… გულო, გელოდება უკვე შავი მარმარილოს ლოდი. |


