კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 05:54

 

მთარგმნელი: მაგალი თოდუა

 

მართლაცდა რაა საწუთრო,

რომ მისი ქება გაჭირდა?

უნდა ეცადო, მაგ ცბიერს

გაუსხლტდე მაცდურ კლანჭიდან.


წუთისოფელი ხე არი,

ოთხფესვა და ექვსტოტება,

ჩვენ ამ ხეზე ვართ ჯვარცმულნი

და გვმართებს მისგან ოტება.


როდესაც ჭირხლი წამოვა,

ქარი უბერავს ცივია,

ცვივიან ჩვენი ფოთლები

და სულ ცვივიან, ცვივიან.


ნუთუ ამ ბაღში მოვსულვართ

მართლა მნახველთა დარადა,

არა და კაცი ვერ ვნახე,

რომ აქ ეცხოვროს მარადა.


ამ წალკოტს მუდამ ასხია,

ტოტიც გაცლილი როდია.

ასეა: ერთნი მიდიან

და მეორენი მოდიან.


არა არის რა ამქვეყნად

ღირდეს შოვნად და ოხვრადა:

ჩვენ წავალთ მოუსავლეთში,

ის კი დაგვრჩება ოხრადა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen