კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 02:14

 

მთარგმნელი: მაგალი თოდუა

 

იქნება არც კი იცოდე,

ჩემო დილავ და რიჟრაჟო,

რომ სიტყვის ზვირთებს ვაზვირთებ

და ჩანჩქერივით ვგიჟმაჟობ,


რომ ოქრომჭედელს ვგავარ და

ოქროპირი ვარ თავადა.

ვინც ჩემი ლექსი ისმინა,

ნამეხარივით დავარდა.


თუ გინდა გულით დაიპყრო

ღვთისნიერ კაცთა გულები,

შენი ოქრო და ფულები

უმაქნისია სრულებით.


არ შეიყვარო ოქრო და

არ დაიღუპო თავადა.

ოქრო ზინათად თუ ვარგა,

მოსაკაზმ-მოსართავადა.


ის, ვინც ოქროებს ინახავს,

ვერ მოისვენებს წამითაც,

ფულებზე ვიშით სულს დალევს,

ქურდთაგან შიშის ჭამითა.


ბევრი ფული და ქონება

ბევრი ჯავრი და ჭირია.

ცოტა ქონება იკმარე,

ცოტა წუხილი სჭირია.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen