|
შარზე ვარ, ცხოვრებას ვაკვდები ნერვებით... უაზრო ლოდინში, თანდათან ვბერდები... არ მინდა სიცოცხლე შავ-თეთრი ფერებით... ცა მინდა ცისფერი და თეთრი დღეები...
წახვალ თუ, გზის ბოლოს, დამიცდი... შარზე ვარ, რა მინდა, მე თავად არ ვიცი... ყოველ წამს, ყოველ წუთს, ვფიქრობ და განვიცდი... მე დარდმა მომტეხა ცხოვრების ლავიწი...
არ ვიცი რა მინდა... და ახლაც, უგონოდ, უაზროდ მთვრალი ვარ... ცხოვრებას დავიწყებ, ხელახლა თავიდან... არ დავლევ, შევპირდი ცხოვრებას, ხვალიდან...
სანამდე ამიმღვრევს გონებას... რამდენი ვეცადე და გულიც ვიხეთქე... რად მინდა სიცოცხლე, რად მინდა ქონება... თუ გული ისევე უშენოდ იფეთქებს...
ოცნებებს, სიყვარულს ავისხამ... არ მინდა შევჩერდე, უშენოდ ვომობდე... შარზე ვარ, საშველად საწამლავს დავისხამ... და შენი დავრჩები, ცხოვრების ბოლომდე... |


