მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
|
* * * * *
ახალგაზრდობა ნექტარია, სვამ და ვერ ძღები, მაგრამ გახსოვდეს, შენც ოდესმე შეივერცხლები. …თავდაჭერაა შენი ფარი, ჭკუის ნიშანი, სიძნელეებზე გამარჯვება - შენი მიზანი.
* * * * *
როცა შენს ერთგულ მეგობრებთან უზიხარ სუფრას, დე შენი ცოლი სიძულვილით წარბებს ნუ ქუფრავს! უჩვენოს სახე მხიარული მეგობარს შენსას, კეთილი გულით სადღეგრძელოც ხალისით შესვას.
* * * * *
შენც შეარჩიე მეგობარი, გულს რომ ახარბებს, ზურგი აქციე ქარაფშუტებს, უნდილ მასხარებს, ჭკუა-გონების, სილამაზის ფასი იცოდე, სწავლის მსურველის სიყვარულით უნდა იწვოდე.
* * * * *
თუ მეგობრისთვის უსირცხვილოდ გათხარე ხარო, შიგ ჩავარდები და გეტყვიან, ღირსიცა ხარო! მაგრამ მეგობარს კეთილშობილს თუკი ენდობი, იყავ ზიარი მისი ბედის და უბედობის.
* * * * *
უგულო და უნდო კაცი სასჯელს ვეღარ გადარჩება. შურისგების დღე დადგება, მართალს ელის გამარჯვება.
* * * * *
თუ მგოსნის ენა დანაგვიანდა მისი ერისთვის უცხო სიტყვებით, დასჯის გვარ-ტომი ადამიანთა ლექსის სიკვდილით და დავიწყებით.
* * * * *
ყველას ხელი ვერ მისწვდება ჩემი სიტყვის მარგალიტებს, ბრძენიც იყოს, ვერ გაიგებს, თუ სიმართლეს თავს არიდებს. „ღორს არ უნდა ანდამატი!“ - ყველამ იცის ბრძენთა თქმული, კეთილ მკითხველს ვუძღვნი მხოლოდ მას, რაც მითქვამს წმინდა გულით.
* * * * *
ვიდრე არ იცი - ნუ იღებ ხმასა! ვიდრე არ გესმის - უსმინე სხვასა! ნუ გხიბლავს ფუჭი სტავრა-ფარჩები, თორემ იცოდე, მშრალზე დარჩები.
ცოდნას ვერავინ შეგეცილება. იყავ მართალი და თავმდაბალი, იწამე ჩემი გამოცდილება.
უვიცს მოუვა მარად ზიანი! ისწავლე შენ და ასწავლე სხვასაც - ცოდნით სულდგმულობს ადამიანი.
* * * * *
ტლანქი ხუმრობა და გემოვნება! - თუ პასუხს გასცემ, დაგემონება, და თუ დაუთმე, ყალყზე დადგება, გადიდგულდება, დაგეტაკება, მოჰყვება კვეხნას მხდალი ლაქია, თავს დაგისახავს გმირად ბაქია.
* * * * *
ველის არწივზე ფხიზლად სივრცეს მგოსანი ზვერავს, ფიქრის სიმებით ამკობს კეთილს, ავგულებს კიცხავს, უმეცრებას და ბოროტებას უწყალოდ სერავს, გულში ატარებს ხალხის იმედს, დარდსა და რისხვას.
* * * * *
თუ გსურს იყო კაცი, კაცის მსგავსი, შერჩე დროს და არ მოგედოს ხავსი, ხუთი რამე შეიყვარე ქვეყნად, ხუთი რამე შეიზარე ეკლად:
სიცრუე და დაბეზღება გძულდეს! გაგაცანი - ახლა გეყო მტრები! გაიცანი ლაღი მეგობრები:
საღი ჭკუა და სიკეთის ნდომა! ბოროტებას თუ აქციე ზურგი, არ ყოფილხარ ქვეყნისათვის ურგი;
შეგიყვარებს მუდამ შენი ერი!
* * * * *
თუ მოკვდება ვალმოხდილი კაცი, ცხოვრებაში ენახება განძი; ცუდი არის, თუ დახუჭე თვალი - შეირჩინე წუთისოფლის ვალი.
* * * * *
შენი ენა მდიდარია. შენი სიტყვა - ბასრი, ღირსეულნიც იქ არიან, სადაც შენი აზრი!
და იყავი მკაცრი; ხმალზე უფრო შენი - სწორედ შენი სიტყვა გაჭრის! |


