კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 13:09

 

ოთახებში შემოდგომა

არ ეტევა,

გარეთ გავალ, ყვითელ

ფოთლებს მივითვლი,

ბუნიობამ იცის ასე

გარეტება,

ნეკერჩხლები მაფხიზლებენ

სიწითლით...


ბებერ ბაღში არიფები

ახველებენ,

მაგიდაზე - ფიქრით სავსე

ხელადა,

მოვიგონეთ ნატკივარი

სახელები,

მერე, ვდუმდით...

და საწვიმრად ელავდა...


ყვითელ ფოთლებს რევდა,

როგორც იადონებს,

ენკენისთვის ქარი

- ავი ჩაუში,

მგონი მახსოვს,

ეს სურათი ჩიტს მაგონებს

- მე და შენ რომ გალიიდან

გავუშვით...


მთვრალ ქალაქში

ყველა ქუჩა მონმარტრია,

ყოფნაც თავისებურია

- ლოდინით...

გუშინ ქარმა გალეშილი

მომათრია

და ნეშოში გამიშალა

ლოგინი...


ქუჩის თავში

ღვინობისთვე აივაზა

და ნეკერჩხლებს

ვიდრე მოვიშუშებდი,

მახსოვს წუხელ,

რომ ვიღაცის აივანზე,

- გალიიდან იადონებს

ვუშვებდი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen