|
შენ დაგეუფლენ კოშმარები გამხდარ ხელებით; კუდიანებმა როგორც მაკბეტს დაგასხენ რეტი; იწოდი მარტო სილამაზის ცეცხლის ნაშრეტი; დაგსდევდა ღამე ამღვრეული მძიმე ხველებით.
მთვარით დახაშმულს მოგიწვევდა ხმალში ჰამლეტი; ალბათ სიგიჟე დაგემუქრა შენ სიდამბლეთი; და სიყვარულმა გაგაფითრა ციებ-ცხელებით.
და ბევრი ღამე ჩაგესვენა იდუმალებით, როს ლედი მაკბეტ შეგიყვარდა ჩუმი წვალებით.
შენ ოფელიამ გადაგხურა დალალ-კაბები, და ამ ქვეყანას გამოგტაცა სათუთ მკლავებით. |


