|
ნოემბრის ფერი; დასტირიან ქვებს ფაფარები; დაცვენილ ფოთლებს მზის ჩასვლის დროს ვეწვევი ბაღში. ხმელი ლანდებით ალლეჲები იჯავარება; თქვენ ტანის სურნელს დღსაც თრთოლვით დავეძებ სახლში.
არ ინავარდა, რაც წახვედით და ეხლაც გელის. ვკითხულობ ჰამსუნს: ვიქტორია - გლანი, ედვარდა; არ ვიცი, რათ მსურს თქვენ ხმაზე თქმა ჩემი სახელის.
მახსოვს სენ-სანსის „Danse Macabre“-ი, ბახის ვედრება! თქვენ სუნთქვით იყო ეს სასტუმრო გალურჯებული, ათეთრებული სჩანდენ ჩუმი ალლეანდრები.
თქვენ ტანის სურნელს მგლოვიარეთ დავეძებ სახლში; უტოლოთ დადის ნიამორი თქვენი გამხდარი და თქვენზედ დარდობს, დედოფალო, დაცვენილ ბაღში. |
| პოეზიის გვერდი • • • |


