კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 17:12

 

ფოთლები ქარში, ფოთლები ქარში.

ვინ დასთვლის ფოთლებს მთვარიან ღამით.

დაჰქრის ტყე-ველად სიკვდილის მარში

და მთვარემ მორწყო ღამე ბალღამით.


ფოთლები ქარში, ფოთლები ქარში!

ცივ ნიაღვარში სწრაფად ჰქრებიან.

დავიწყებულ მკვდრებს სცივათ ზამთარში…

და ქარის ხმაზე შავად სდგებიან;


ფოთლები ქარში, ფოთლები ქარში!!

- შენ რისთვის ტირი, საბრალო დაო?

- ვიღაც უცნობი ჩამოდგა კარში…

- ილოცე ჩქარა, ო, საცოდაო!


ფოთლები ქარში, ფოთლები ქარში!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen