|
თუ ჩემს ლექსებში გლეხურ განცდებს ხშირად ვეხები და სოველ მიწას ვუბრუნდები მე დაჟინებით, არა იმისთვის, რომ ტალახი ვზილო ფენებით, ან თვალს ვაამო ჭრელ მინდორზე გასეირნებით.
და გავურბივარ უჰაერო ქუჩის სიმძიმეს, წარსულისაკენ ამ ქვეყანას როდი ვეძახი! - ჩემ წინ შორეულ მომავალის ზეცა ციმციმებს,
ქალაქი ბრწყინავს რკინის თაღით ცას მიბჯენილი. ვიცი, მანქანას გზას დაუთმობს უძლური ცელი, - ვარწმუნებ ყველას, რომ არა ვარ ჩამორჩენილი.
ჭაობის ყვავილთ, უსინათლოდ ამოსულთ ხავსზე, როცა ყოველ წამს ისვრის ცეცხლის მქუხარი შადრევნებს მიწის სტომაქი, ადუღებულ ლითონით სავსე!
თუ გვინდა გულის მღელვარება არ გავაციოთ, წარსულისათვის დედამიწა იყო ტაძარი, დროა ის შრომის სახელოსნოდ გადავაქციოთ.
მძლე საუკუნე მარცვალივით მარხია წუთში. ლურჯი ვარსკვლავი, მზის ოჯახში უპირატესი, ზეცას გაარღვევს ასხივებულ ყინულის ზუჩით,
გვაქვს გული გმირის და ხალისი თვალღია ბავშვის. ახალ ბრძოლებში არ შეხვდება გზა გამთიშავი ელვარე ტვინის და ძარღვიან კუნთების კავშირს.
და როცა ვხედავ, რომ სიცოცხლე მხოლოდ წვეთია, მე მიხარია, რომ მიწიდან ვარ ამოსული და ბებერ მუხას ჯერ ფესვები არ დამწყვეტია.
მიწის კეფაში დაგროვილი ელექტრო-ტვინი, და იტყვის სიტყვას გაუგონარს და გასაკვირველს ეს საუკუნე, დადაღული ელვით და რკინით. |
| პოეზიის გვერდი • • • |


