კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 19:12

 

I

რათ უნდა სიამოვნება სალამურებად აგებულ უგემურ ძვლებს,

მე ყველაფერს უნდა გადავახტე და ხელმეორედ ეგებ გავკაცდე,

დღეს ცხოვრებაც უცხო მცნებაა, მას შეუძლია ჩემი დაძლევა

და სიყვარულის სურვილიც რომ არ მქონდეს მაინც შემაცდენს.

II

ვერავინ ვერ იტყვის რომ სიყვარული ამ დროებით ჩხირკედელაობაა;

შენ თვალებში გიდგას მდინარის სინედლე, გაზაფხული და ვენახები.

მიახლოვდები და მიპყრობ გრძნობების ქსელით, როგორც ობობა.

მომშორდი. მომშორდი. თორემ, სინიდისს ვფიცავარ, შემომელახები!..

III

შრიალებენ ხეები და შენი უმანკოება აკვრია ცას, როგორც სურდო.

მინდა მქონდეს ხავსი აბრეშუმის და ალი ბურბუშელის.

საჭიროა მამაკაცის კოცნა, არ უღალატო ქალის სინიდისს,

ვიაროთ ფეხით ცამდე, და თუ ცა შეგვხვდა, - უთუოდ გვიშველის.

IV

ნედლი თვალები გაურკვეველ საიდუმლოთა საფარებია,

ნედლი თვალები უმანკოებენ და მოხაზულ ცას ირგვლივ უვლიან;

მე ხშირად ვფიქრობ: ალვის ხის გარდა შენ მამაკაცი არ გყვარებია,

ხოლო ალვის ხის კოცნა, ჩემო კარგო, სადაური სიყვარულია!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen