|
მე სპარსულ ნოხზე ვწევარ და ვფიქრობ: არ მოდის სახელი და დიდება წვრილ-წვრილი ლექსებით ვინ უნდა გავაკვირვო, არც ერთი მუტრუკი მე არ მერიდება და თავის დაცვა მჭირდება მუშტი-კრივით. მე ყალიონს ვაბოლებ და ვფიქრობ: ნუთუ მუდამ ასე ზარმაცი ვიქნები და ვერ დავსწერ დიდ წიგნებს, რომ შევიქნე პოპულიარული?! მე მინდა მიცნობდეს ყველა მილიციელი და იცოდეს, რომ ვარ ბუნებრივი პოეტი, ამოსული როგორც მცენარე. მე იალბუზის მთას ვუცქერი და ვფიქრობ: საქართველოს პირველ კაცებთან პური გამიტეხია. ღვინო და ყავა დამილევია. მე ვიცი რომ იალბუზზე ასვლა ძნელია. აქ არ კმარა, უბრალო ნაცნობობა. საჭიროა მაგარი მუხლი და მკლავის ძალა, ყოველ ადაშიანს აწუხებს საკუთარი ობობა; შენს მაგიერ ფრჩხილებით ვინ დაეკიდება?!! არ კმარა წვრილ-წვრილი ლექსები და სანტიმენტალური გიქნობა, რომ მოიხვეჭო: სიმდიდრე, სახელი და დიდება. |


