კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 04:14

 

I


ან ოცნება ხარ, მოკვდავად 

არა ხარ დაბადებული,

ან ხორც შესხმული ცდუნება, 

ცით ქვეყნად გადმოგდებული, 

გულის სიმშვიდის წარმტაცად, 

ტურფა და განაზებული.


ანა ხარ ბედნიერება,

ნანატრი წმინდა გულითა, 

კაცის სიცოცხლის აღმვსები

ნეტარებითა სრულითა,

შემიპყარ სიყვარულითა, 

როგორც თვალები რულითა.


მხოლოდ შენ, მხოლოდ სევდისთვის

ღმერთს უპოვნიხარ წამლადა,

ამ ქვეყანაზედ იმიტომ 

დაუბადნიხარ ქალადა,

თორემ უკვდავნი ფრთიანნი 

მოგიტაცებდენ ძალადა.


მაშინ ხომ სიყვარულიცა,

ვფიცავ ცას, დაობლდებოდა,

მადლ მოკლებული ქვეყანა

ერთს წამში აოხრდებოდა,

და ტკბილ სიცოცხლეც ცოცხალთა 

უმისოდ მოჰბეზრებოდა.


II


უსიყვარულოდ, სიცოცხლე 

მეც სხვებთან უარ მიყვია, 

თუ სიყვარული არ მახლავს, 

ფეხი აქ რაღად მიდგია, 

ბუნება რაღას ვიოცო, 

მისი წესი და რიგია!


მეც შენ გიმღერ და შეგამკობ

და შენით აღვფრთოვანდები, 

მეც წილი შედოს შენშია,

შენი მეცა ვსთქვა ამბები,

შენს ღრმა, უძირო ზღვაშია 

ჩავაღრჩო გულის დარდები.


ჩემს გულში სვეტი ჩადგება, 

ციური შარავანდები,

როცა თვალს შენი ესახვის

ჰაეროვანი ლანდები, 

მაშინ მეცა ვმღერი ტკბილადა,

იცვლება ჰანგზე ჰანგები!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen