კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 11:27

 

ამირანმა ერთი ჯამი რამდენჯერაც პირქვე დაამხო, იმდენჯერ გადმობრუნდა გულაღმა. გაბრაზდა ამირანი. დაკრა ხელი ჯამს და დაამსხვრია. გატყდა თუ არა ჯამი, ნატეხმა ნატეხს უხმო, მთელმა - მთელს. შეიქნა ერთი ჟრიამული და ხმაურობა. აიშალა ნატეხები და სულ ერთიანად გაფრინდა ცისკენ.

ხალხური თქმულება

 

* * * * * * *

 

მტრის მფრინავებმა დათესეს შიში,

მოფრინდნენ ბინდში და სოფელში ბევრი ვირბინე 

შემდეგ, დაღლილმა, შევასწარ თხრილში 

და მეხამუშა თავახდილი თხრილის სიგრილე.


მე არ მქონია ხოგაის მუხლი,

თურმე ვყოფილვარ ყამარ ქალის ჯამი უხეში, 

თავზე დამემხო საწუთროს მწუხრი,

აწ ვის შევთხოვო ლუკმასავით მცირე ნუგეში.


ეგებ დავიმსხვრე პატარა ჯამი,

ხორკლი მქონდა და არ მიცდია თავის დაზღეევა. 

თუ ახლა დადგა განკითხვის ჟამი,

დაპირქვავებას მირჩევნია ისევ დამსხვრევა.


მე გულის ქისა ნისლით ავივსე,

თუ დამამსხვრევენ მოთარეშე ცაში ლანდები, 

ნაპერწკლებივით ოქროს დაისზე

ავფრინდები და ცის გუმბათზე გავიფანტები.


ეგებ შემფუთნონ ღრუბლის დევებმა, 

ვარსკელავთა ფარას მოვუძებნო ეგებ სადგომი, 

ნამსხვრევი ნამსხერევს დაედევნება

და ნაპერწკლებზე აშენდება ირმის ნახტომი.


კირჩხიბის გაკრულ ზოლს შევერწყმები, 

ცას გაეკვრება წეროების მწყობრი გუნდები 

და გაბნეული შორს ნაპერწკლები

შეიყრებიან და მიმწუხრზე შინ დავბრუნდები.


ქარი მომაყრის საწუთროს ღობეს, 

დავემგვანები ვარსკვლავებს და ციცინათელებს 

ჩემო მამულო, შენ რწმენა მომეც

მერმე მითხარი, გულს გატეხილს ვის გაამრთელებს?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen