|
თამარის ტყეში მტვერი ტრიალებს, მზე ეფერება ქედებს გოროზებს, ხეზე დამსკდარა ბროწეულები, ბღავის ნახირი სოფლის ბოლოზე,
ლაღად ტრიალებს კალოზე კევრი და მეგებება თამარის წყარო აკაციების ლამაზი ტევრით.
ველური ვარდის სურნელით ვთვრები, ნუ გაიკვირვებთ, თუ მიყვარს ასე ცადატყორცნილი მდუმარე მთები.
იზნიქებიან წელში ვერხვები, მოვეფერები მშობლიურ მიწას და დედასავით მკერდზე ვემთხვევი. |


