|
საბრალო მიწა! დედამიწა - შავი, პირხმელი, მაგრამ კეთილი მოხუცი ძიძა; ყველაფრისა და ყველას მტვირთველი, საბრალო მიწა. საბრალო მიწა, ბუმბერაზ მთებად ამოოხვრილი ისევ ისე წევს, ვით მარად იწვა! წელგამართული, წელში მოხრილი - მარად ჭაბუკი, მხცოვანი მიწა! სადღაც უხილავ ღერძზე დაბმული, წონასწორობას იცავს და იცავს, კაცობრიობის დიდი მამული, სიკვდილ-სიცოცხლის მშობელი მიწა; ჩვენი სახლი და ჩვენი სადგური, ჩვენი მეტყველი, ბუბუნა მიწა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


