კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 04:57

 

იყო არა, იყო რა,

სულ ზღაპრების ბრალია:

მელას რომ აბრალებენ

წუწკიაო ძალიან,


რომ საქათმის ძირსა თხრის,

რომ მუსრს ავლებს წიწილებს.

რომ თუ ქათამს არ შეჭამს,

ისე ვერ დაიძინებს.


ჰოდა, ერთმა წიწილამ

ერთ დღეს ტყისკენ გასწია.

თქვა ვნახავო, გავიცნობ,

მელია რა კაცია?!


ცხრა მთა გადაიარა,

მელას სოროს მიადგა:

მელამ კარი გაუღო,

მერე სკამიც მიართვა.


ხედავს, წიგნით სავსეა

თაროები, მაგიდა.

სიმშვიდეა სოროში,

მელა უზის საკითხავს.


აქ კალმები აწყვია,

იქ ფურცლები, დავთრები.

ყველა წიგნებს კითხულობს:

ციყვი, მგელი, დათვები.


ჩაით გაუმასპინძლდა,

გადმოუწყო წიგნები,

ბევრი ათვალიერეს,

ტომები და ციკლები.


ეს თხელი ყდა, ეს სქელი

ეს ტიტული, ფორზაცი,

ეს ყუა, ეს სანიშნი,

ეს დიდის, ეს მოზარდის.


რის ჩიჩია, რა შიში,

რის წრუწუნას ღვეზელი?

წელში კი გაწყდებოდა

ამ წიგნების შეძენით,


გაუხსნია მელიას

სახლში ბიბლიოთეკა!

არც წუწკობს, არც მსუნაგობს,

როგორც ადრე, ოდესღაც.


ბევრი წიგნი უკითხავს

და კეთილიც გამხდარა,

წიგნის კითხვას აჩვევსო

ტყეში ყველა ამხანაგს.


ჰოდა, ჩვენი წიწილაც

წიგნიერი იქნება!

იყო, არა იყო რა,

ასე იცის წიგნებმა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen