კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 02:59

 

მესროლე,

შენი ბოლო ტყვიაც,

არ აცდეს მიზანს,

მესროლე სანამ ჩემი გული,

ისევ თბილია,

ნუ გეშინია,

მე სიკვდილი ვერაფერს მიზამს,

ჩემი ცხოვრება

მაინც სისხლით შეფერილია.


ხომ გესმის?!

უკვე ამ ქაოსმა ამხადა გონი,

ქუჩაშიც დაცლილ ბოთლებივით,

ყრიან ლოთები,

სულ ორი ჭიქა,

ორი სიტყვა,

ერთიც ჟარგონი,

მესროლე

და მე ნუღარასდროს განვმეორდები.


მთა?

მთა სულია,

ჩემი სული და არა მხოლოდ

და ჩემი სული ფერადია,

როგორც კესანე,

გაიხსენებენ,

ორი სიტყვით,

თან ისიც ბოლოს,

"მთაზე ადიო და იქედან გამოექანე"


მესროლე,

სანამ გავაგრძელებ

ძაგებას ერის,

სანამ ქართველი და პოეტი,

ჯერ ისევ მქვია,

შეხედე,

უკვე ნარისჩიტა,

ნაგვიდან მღერის,

მესროლე...

თორემ მე დავიხლი

ჩემ კუთვნილ ტყვიას.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen