|
თვით ლექსმა მისცა სიცოცხლე პოეტს, მისი წართმევის ვისა აქვს ნება, როცა შვიდფერი საუფლოს სტოვებს, პოეტიც მაშინ ულექსოდ კვდება.
დასწყევლოს დღენი ქვეყნად გაჩენის, რომ გასაჭირში ედგას სამშობლო და ლექსი ჰქონდეს გადასარჩენი.
ათოვდეს ლურჯი ოცნების სივრცეს, ნუ გაუჭირდეს სამშობლოს ისე, პოეტმა ლექსი მტრის ტყვიას მისცეს.
ბევრიც საუბრობს ახლაც შენს ბედზე, იქნება დაჭრილ ლექსებს ეძებდი, როცა ყაყაჩომ იფეთქა მკერდზე.
ომში ხომ მხოლოდ ლაჩარი კვნესის, როცა ღრუბლებმა სივრცე დატოვეს, იპოვეს მკვდარი მირზა და ლექსი.
არ თმობდნენ მამულს სიცოცხლის ფასად, ამისთვის გმადლობ, ო, ბედისწერავ, რომ არავის კლავ პოეტის მსგავსად.
ამაში მაინც აქვს პოეტს ბედი, რადგან ამ ქვეყნად თავის გაჩენას ამართლებს ყველა, პოეტის მეტი...
მისი წართმევის ვისა აქვს ნება, როცა შვიდფერი საუფლოს სტოვებს, პოეტიც მაშინ ულექსოდ კვდება. |


