კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 06:06

 

ჰა, საცაა ვბერდები, გამითეთრდა თმა-წვერი,

მტერი ბევრი ვიპოვე, ცოტა - გულის დამწველი.


ვიღას უნდა ლექსები, მახლას, შენი ნაწერი,

მუზაც არ მეკარება, ხდება თითქმის ცხრა წელი.


ყველა გადასხვაფერდა - ლენჩი მხვდება სხვა ტონით,

აღარც პრეზიდენტის მწამს, აღარც გუბერნატორის.


ვეღარავის ვჩემულობ, გავცვდი, როგორც დედანი,

ვკვდები, როცა საუბრობს პარლამენტში ცვედანი


და მე ვხედავ, დღითი-დღე აღარავის ვჭირდები,

არაფერი მაოცებს, არც არაფრით ვკვირდები.


სულ სხვა ხალხი მომრავლდა, სხვა ყაიდის, სხვა რჯულის,

სახეები მაგიჟებს - ათასობით ტანჯულის.


აღარა ღირს სიცოცხლე, ვაგლახ, მივხვდი რა ხანი,

ეს სასმელიც მომბეზრდა - სულთან ჭიქის ჭახანი.


ვევედრები ღვთისმშობელს, შემიწყალოს ცოდვილი

მღლის ამ ჯოჯოხეთიდან ჯოჯოხეთის ლოდინი.


ჰა, საცაა ვბერდები, სულს მიწამებს ფიქრები,

როგორც სულ არ ვყოფილვარ, ისე, სულ არ ვიქნები.


შემოაცვდი ცხოვრებას, თემურ, ნათელს აწ ელი?

ხელთ გეცლება სამშობლო, მახლას, შენი ნაწერი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen