|
მე მინდა შენზე ლექსები ვწერო, ყოველი სიტყვა დაგეყაროს გულზე ვარდებად რომ დავარხიო ალბათ შენი მაყვლის კენწერო ჩემი ბავშვობა გადმოვარდება.
* * * * * * *
ვით შვილის სიკვდილს, ისე განიცდი, სტრიქონს, რომელიც წყვდიადს ჩაბარდა, და ლექსი შენთვის არის კრწანისი, და ლექსი შენთვის - არის მარაბდა.
* * * * * * *
ჩვენ ვგავართ ზღვაში გამომწყვდეულ დაღლილ თოლიებს გემბანზე რომ ჩამომსხდარან ნაღვლიან მზერით.
* * * * * * *
სული იყურება ჩემი სხეულიდან, როგორც ციხის სარკმლიდან სიკვდილმისჯილი პა-ტი-მა-რი.
* * * * * * *
მზე ისევ მთებზე იგორებს, ხმალი დაჩნდება ხალთაში... უფალი კვლავ ჩაიგორებს თავის გაჩენილს კალთაში...
* * * * * * *
თან ვბრაზობ, თანაც ოცნებით ვთბები - თან სიჭაბუკის მესხმება ფრთები, დიდხანს ბუზღუნი, "ნერვების წყვეტა", ოღონდ მესმოდეს - გეტა ვარ, გეტა!
ცეცხლმოკიდებულ საქართველოს...
რის ლამაზი მთა და მდელო, რის თელა და ფიქრი. ეს ბედკრული საქართველო, სირცხვილისგან იწვის!!! |


