|
აქედან ვიცი, ვერავინ გეტყვის შენ ამ ბნელ ამბავს, შენახულს ობლად, იგი ყოველთვის დარჩება შენთვის ბრმა საიდუმლოდ და შეუცნობლად.
და შენს მშვენებას შევყურებ რწმენით. ვებრძვი შორეულ დღეთა ჩვენებას და ვიწყევლები დემონის ენით.
შეურყეველი, როგორც მნგრეველი. გადავევლები თოვლიან მხარეს ჩემს არსებაში ჩაუტეველი.
შეუშინარი და უძინარი; ვამბობ, - ჯერ კიდევ სუსხი მფარველის და საიდუმლოს სული წინ არი! -
მიმაქვს თოფი და სიტყვის საწერი; მიცდის მშობლიურ მდინარის პირზე თვალი ზეციდან ჩამონაცქერი.
ყველგან თან დამდევს როგორც მხლებელი, ვდგავარ ბურუსში, შენი ღიმილის და შენი მზერის განმსხვისებელი. |


