|
შავ თვალთ რაად რა აბირტყბირტყება ნეტა, ან თმა რაი ას, როგორც კლდის ფხაზე ქუჩი, მაგ ტუჩთ რაადამ თავის კბილებით ჰკვნეტავ, მკერდზე ეგ ღილიც შეკრული გქონდა გუშინ.
ცოტა იუბნიდ და დაატანიდ გონი, ეგ შენ სიტურფე წლების ხარ-მარხილთ მიაქვ, შენაც დაგჰბერდებ, ჩამაგაჭკნობენ დრონი.
თმათაც მაუხდებ, შამაიხვიიდ მანდილ, ქალ უნდა იყვას თავის სიწმიდის მცველი, გულში ჩაიკალ, თუ რამ ყროლ გქონდaას წადილ.
სავალ ბევრი მაქვს, დამიღამდების გზაში, აღარა დროი, უკვე გადავიდ მზეიც, ღამით სიარულ გამიჭირდების მთაში. |


