კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 18:01

 

განგების ძალით, ტეტრარქთან ვიყავ სტუმრად წვეული;

მძულს გალილეა. ის ღამე ნათლად მახსოვს წყეული.

მძულს თვით ანტიპა, მასპინძელი, ჯალათი, მკვლელი;

მძულს ჰეროდია, დედოფალი გრძნეული, ქველი;

მძულს სალომეა, თვალწარმტაცი მისი ასული,

ავხორც დედაზე მეტად ავსული,

მომნუსხველად მროკველი გველი.

მძულს გალილეა, რამეთუ, ნათლად მახსოვს ის ღამე;

ვერცხლის ფეშხუმზე ესვენა თავი ნათლისმცემლისა,

თვალთაგან სისხლი დასდენოდა ნაცვლად ცრემლისა;

ზეცას გავხედე, თენდებოდა დილა სისხამი,

როდესაც ხმა შემოესმა მეფე ჰეროდეს: –

ან, მისი ჯერ არს აღდგინებად, მოაბ, გჯეროდეს!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მამუკა სალუქვაძე  • • •   მამუკა სალუქვაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen