კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 11:49

 

მე ბნელ ტაძარში შევდივარ კრძალვით,

წავიჩურჩულებ უბრალოდ ლოცვას,

ველი ხატებას მშვენიერ ქალის,

ბნელში სანთლები ციმციმებს როცა.


კარის ჭრიალი შემაკრთობს მყისვე,

მაღალ სვეტების ჩრდილი ვარდება

და შემომყურებს თვალებში ისევ

მხოლოდ სიზმარი, მისი ხატება.


ო, შევეჩვიე საოცარ სამოსს

ციურ მეუღლის, ღვთაებრივ ქალის,

მაღლა, კარნიზზე გაქცევას ლამობს

მისი სიზმარი, ღიმილი მკრთალი.


თრთიან სანთლები ფრთაშერუჯული,

ო, უწმინდესო, ახარებ მზერას,

არ მესმის შენი სუნთქვა, ჩურჩული,

მაგრამ, ძვირფასო, შენა ხარ, მჯერა.

 

მთარგმნელი: გივი ალხაზიშვილი

 

* * * * * * *

 

დღენიადაგ ბნელ ტაძრებში დავალ,

ჩვეულ წესებს აღვასრულებ მწირებს.

მომალანდებს ჩემს მშვენიერ დამას

ლამპადები წითლად მოციმციმე.


მე მაღალი კოლონების ჩრდილში,

მაცახცახებს, როს ჭრიალებს კარი.

ცისკროვანი მიცქერს,  მიპყრობს შიში

ოდენ ხატის, ჩემი  ნასიზმრალის.


ო, სამოსი რარიგ ნაცნობია

ამ დიდებულ მარადიულ ქალის!

კარნიზებზე  მაღლა- მაღლა რბიან

ღიმი, ზღაპარ-ზმანებანი მქრქალი.


ო, წმიდაო, სანთლის მოალერსის

შუქმა სახე ლხენით  გაგიჯერა!

ხმა და სუნთქვა შენი მე არ მესმის,

თუმც, ძვირფასო, ეს - შენა ხარ,  მჯერა!

 

მთარგმნელი: ნინო დარბაისელი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen