|
რა განგებამ დამწყევლა, რა სულმა და სატანამ, ზურაბივით სხეულში ლექსი ვინ ჩამატანა - სანამ გამიჩნდებოდი რა იმედად მოჩანდი! შვილო, ზურაბ, სადამდი? - ვაიმე, დედა, კოჭამდი! - რა ვიცოდი თავმკვდარმა, აგრე თუ დამღუპავდი! შვილო, ზურაბ სადამდი? - ვაიმე, დედავ, მუხლამდი... - ჩემო იმედ-ნუგეშო, რომ ვერ გშველი ვერრათი? შვილო, ზურაბ, სადამდი? - ვაიმე, დედა, ყელამდი...
სურამისა ციხე ვარ, ხვედრით უსასტიკესი, ჩემი შვილი ზურაბი შიგ გულივით მიკვნესის... |


