|
მოლამ, ყადმა და ახუნდმა შეჰკრეს კავშირი ძლიერი, რომ გადიყვანონ ყირაზე საბრალო ქართველი ერი.
მოლამ, სთქვა: "ბის მირ ჰალლაო!.. ამ ხალხის გასათათრებლად უნდა ვიხმარო ძალაო...
მათ ენას მამა-პაპურსო და მივსცემ სამაგიეროდ ჩვენს მეტყველებას დათვურსო."
„ჰა, ქეშეშ, ბარაქალაო! სიმართლეს ჯანი გავარდეს, ხალხიც მას ენაცვალაო!
ჩემგანვე გარყვნილ ერსაო! გინდა სტყუოდეს, გინდ არა, გავწირავ, როგორც მტერსაო...
იმათ დაუდგეს თვალიო! და მაშინ სულ ჩვენ დაგვრჩება მათი მიწა და წყალიო!"
მეც ვეთანხმები მაგათო! და სკოლებს გადავაკეთებ ხალხისთვის ვირის ბაგადო,
თავისიც დაავიწყდესთო და მათი ტკბილი განზრახვა უდროოდ დაუმიწდესთო!"
ჩაყლაპვას გვემუქრებიან, და ზოგნი, თურმე, ჩვენშიაც იმათ ბანს ეუბნებიან. |
| პოეზიის გვერდი • • • |


