|
მითხარით, რისთვის ჩემ თავთანა მსურს უფრო და უფრო დავრჩე ხშირ-ხშირად? რისთვის ვღალატობ კრებას მხიარულს, მის შორის ვლაღობ ძვირად და ძვირად?
განმარტოებულს უხმო მაღნარსა? და გრძნობით ტკბილად მინაზებულით ვეტრფი და ვეტრფი სულ ერთს ვარსკვლავსა?
მხიარულად სჩქეფს წყარო მდინარი? სადაც ველია ნაზი და მტკბარი, სად სიყვარული ისე ცხად არი?
სიყვარულითა აღტაცებული, იქ შეყვარებულს ჩემ წამხდარსა გულს ვასწავლი მისგან წმინდა სიყვარულს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


