|
ძმანო! სიცოცხლეს ნუ მოჰკლავთ ცდაში, სულ ამაოა ამ ქვეყანაში: ქვეყნის დიდებას, ქვეყნის სიმდიდრეს, რისთვისაც კაცი თავ-კისერს იმტვრევს, არ გავცვლი ტრფიალ ქალის კოცნაში და კახურ ღვინით ერთ სავსე ყანწში. ორს პატივს სცემდეთ ამ ქვეყნიურსა: მხიარულს ბახუსს და ცელქს ამურსა… მენდეთ, ამათგან დაწნულ გვირგვინით სიცოცხლეს ჩიტებრ განვლით ღიმილით. ნუ დაუჯერებთ უგემურსა ჭკვას, გრძნობის განსჯაში ყოველთვისა ბრმას, გულის კითხვაზედ უარისთვის მზას; რა უნდა სჯობდეს, მითხარით, ამას, რომ ერთის ხელით ეხვიო მიჯნურს, მეორით - ყანწით ჰყლაპავდე კახურს? ან ღვინის ორთქლით გახურებულსა, რა დაგკოცნის შენ სხივი ავრორის, - ცელქ სიყვარულით გაღვიძებულსა, შენ საყვარლისა ხვევნათა შორის შენს თავს იხილავ… მაშინ ჰკითხე ჭკვას - რა უნდა სჯობდეს მაგ გაღვიძებას! |


