|
რომ მოდიდდება წყალი-მდინარე და კალაპოტ’ში ვეღარ ეტევა, აღელვებული, აქაფებული კიდეებზედაც გადაენთხევა:
მოპირდაპირედ რაც დაუხვდება; სტიქიონურის ძალმოსილობით კლდეებს ეხლება და ქვებზე ხტება!..
უსწორმასწოროდ იმღვრევა ხშირად და გველ-ბაყაყიც თევზებთან ერთად გამოჰყავს ხოლმე ძალით ნაპირად!..
და თავის ქერქში ვეღარ ეტევა, ვერ შეაჩერებს, როგორც სტიქიონს ვეღარც ვედრება და ვეღარც წყევა.
არ გამოდგება, უქმი ბარგია და გადარეცხავს სისხლით მხოლოდ მას რაც წარსულიდან აღარ არგია!..
ჩადგება ბოლოს დამშვიდებული, დაიწმინდება და იწყებს დენას სხვა ცხოვრებისთვის გაახლებული.
მოვესწარ კიდეც... განხორციელდა: აქამდე მონა ბიუროკრატის დღეს გამოფხიზლდა ხალხი, აღელდა.
ძალმომრეობის ძველი უღელი!.. განთიადს ელის ალღო აღებით, ნათელს მოელის, მოსწყინდა ბნელი!..
მას ის ნათელი გამორკვეული და მრუდესა და სწორს თანსწორად ებრძვის, გაურჩეველად გზა დაბნეული!.
რომელსაც ჰქვია რაღაც სტიქია და რასაც ხშირად ძველი ტალახი თან წაუღია... წაულეკია!
ეს მაწვა გულზე, როგორც რომ ლოდი, და ხალხის ჩვენში გამოღვიძებას ერთხელ, ოდესმე მეც მოველოდი.
ჩემი სურვილის ასრულებასა. და ვით ბულბული, დაბერებული მეც დროს ვუგალობ „ქებათ-ქებასა.
მაგრამ მოითხოვს ამას ბუნება! წყალი ხორცსა ჰბანს და სისხლი სულსა, ამას გვიმოწმებს თვით ქრისტეს ვნება.
რომ იმარგლება სიმინდის ყანა, მაგრამ ამიტომ მის გათოხნაზე ხელს იღებს ხოლმე ქვეყანა განა?
იჭრება ხოლმე ვარდი და ია! საქმე არ არის ერთში და ორში!... საქმეა მხოლოდ თვით იდეია!!
ერთხელ ის მღვრიაც გაიწმინდება, როცა ცხოვრება გამარჯვებული კალაპოტშივე წმინდად ჩადგება.
ხალხის მიბაძვით მოუსვენარი! ვერ შეაჩერებს ძალად ზამთარი, როცა გაზაფხულს ეღება კარი!.. |


