კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 00:32

 

 

ნუ მეუბნები, ჩემო მნათობო,

შენ დაგივიწყო, - სხვა შევიყვარო,

ნუ მომშორდები, ვარდო კოკობო,

რომ ტანჯვის შვილმა მეც გავიხარო...


რა დაგიშავე,

ან რა გაწყინე?

შენთან სიავე

რა ჩავიდინე?..


გეტრფი, მიყვარხარ...

და აბა მითხარ, -

ღმერთავ შენს გარდა

სხვა ვინ მიყვარდა?..


რად გსურს მიმსხვერპლო.

მიძღვნა სიკვდილი, -

მარად მაცრემლო

სასო მიხდილი!..


ქანც-მილეული, მკერდს მიმისვენე

ჩემო ღვთაება, -

ტანჯვა, ვაება

მეყო გენაცვა... აწ მომასვენე...


ფერფლად ქცეული,

მწირი, ეული

ფრთებ-მომტვრეული,

გაბრუებული;


შენსკენ მოვფრინავ!..

...არ გებრალები?..

მტრედო ღუღუნავ.

...გენაცვალები...

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen