კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 10:25

 

 

მე მიყვარს თვალნი ოდნავ ელამნი,

მზის ღიმილივით ცრემლჩარეული

ხან მშვიდი, როგორც ჭკვიანი სევდა,

ხან ალერსივით აჩქარებული.


მინახავს თვალნი - კი არ მინახავს

მათ შორის ბევრი კიდეც მიყვარდა -

მინახავს თვალნი თუ ვნების ცეცხლით

როგორ აიწვა და ანარნარდა;


მინახავს შავნი, ლურჯნი, ჭროღანი,

სხვადასხვა ჯურის, სხვადასხვა ფერის,

ბევრეულისთვის ქებაც მიძღვნია

ჩემებურადა, როგორც შემფერის,


მაგრამ... ო, თვალნო, თვალნო ელამნო,

გიხილეთ თქვენ და... გიხილეთ თქვენ და

გულში აშენდა ტრფობა უკვდავი,

ტრფობა უკვდავი გულში აშენდა.


მოვკვდები, დიახ, და მხოლოდ მაშინ

ჩემი დანახვა ბევრს მოუნდება,

მოვლენ, დაჰღვრიან ცრემლს უკანასკნელს,

მრავალი თვალი აჟუჟუნდება.


დაიტირებენ უბედო ბედსა,

დაჰგმობენ სასტიკ საწუთროებას,

დაიტირებენ ჩემს სიჭაბუკეს

და ჩემს უმანკო უმანკოებას;


მაგრამ გაჰყვება დღეს დღე, წელს წელი,

წარვლიან დრონი, წარვლიან ჟამნი

და სულ სხვა გვარად დამიტირებენ

თვალნი ელამნი... თვალნი ელამნი...


მე მიყვარს თვალნი ოდნავ ელამნი,

ბუნებასავით ღვთივ-დიდებული:

ხან ჩქარი, როგორც ჩვენი სიცოცხლე,

ხან სიკვდილივით დამშვიდებული.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen