|
მესხი ვარ! ვანთე მე სხივი, მესხმა შესხმა ვსთქვი ახალი, მტერი დამესხა, დავძლიე, ვიყავი სახელმაღალი.
კლდეებში ვკვეთე ტაძარი, წიგნი დავწერე ვეფხვისა, შიგ სიყვარული დავძარი!
და გულში მეჯდა ბულბული, მესხი ვარ, ვანთე მე სხივი, ვაშუქე გადაღრუბლული.
ქარიშხალთ ლეწა-მტვრევანი და ჩემგან დარჩა სახსოვრად ხეზე გასული მტევანი.
დამშრალი საწნახელები... ტანზე ამესხა ჭრილობა, გულზე დამიწყეს ხელები...
თვალს დამეფარა უკუნი, დათხრილი საძირკველიდან ისევ გაისმა გუგუნი!
მზე ახლად გადმომესხივა, - ისევ დავბრუნდი მამულში არტანუჯელი, თმოგველი, ჩამქრალი თონე ავანთე, ახალო რთველო, მოგელი!
დამსხვილდეს პურის თაველი, დადგით მესხეთში აკვნები, გამოჩნდეს კვლავ რუსთაველი!
მესხმა შესხმა ვსთქვა ახალი, თქვენ დამილოცეთ მე ფუძე, ძველთაგან სახელმაღალი! |
| პოეზიის გვერდი • • • |


